რატომ სურს პოგბას
Aa
Aa

რატომ სურს პოგბას "მანჩესტერის" დატოვება?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 26 წლის ფეხბურთელს ნავსაყუდელის გამოცვლა სურს და საკუთარი სურვილი საჯაროდაც გააჟღერა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით პოგბას ოლე გუნარ სულშერის არ სჯერა და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სწორედ ამიტომ უნდა. ფრანგ ნახევარმცველს ტიტულების დასაკუთრება სურს და თვლის, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდში მიზანს ვერ მიაღწევს.

პოგბას საკუთარ რიგებში ხილვით „რეალი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. ორივე კლუბი მზადაა 26 წლის ფრანგის სანაცვლოდ სერიოზული თანხები გაიღოს, თუმცა ყველაფერი „მანჩესტერზე“ იქნება დამოკიდებული.

ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ „წითელი ეშმაკები“ პოგბას იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები