ცურვაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა
Aa
Aa

ცურვაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

ოლიმპიადის მონაწილე და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში ფილიპო მანინი სარდინიაზე ისვენებდა, როდესაც უეცრად ყვირილი შემოესმა. ადამიანი შველას ითხოვდა...

მანინიმ ვითარება სწრაფად და ზუსტად შეაფასა. ის მიხვდა რაც ხდებოდა და ანდრეა ბენედეტოს საშველად გაიქცა.

ბენედეტო გასაბერი ნავიდან წყალში გადავარდა და როგორც გაირკვა მას კონკრეტული დაავადების გამო, რომლის სახელიც არ გავრცელებულა, ის კიდურებს ვერ ამოძრავებდა.

ანდრეას მეუღლე მის გადასარჩენად წყალში გადახტა და თავის წყლის ზემოთ დაჭერას ცდილობდა. ამ დროს მანინი სანაპიროზე იმყოფებოდა და ყვირილის ხმა გაიგონა.

მანინიმ ძალიან სწრაფად იმოქმედა. ის მაშველებისა და სამედიცინო დახმარების მოსვლამდე იქ იყო და ანდრეას გადარჩენა შეძლო.

Corriere dello Sport-თან საუბრისას მანინიმ განაცხადა: „მას ბევრი პრობლემა ჰქონდა. ძალიან შეშინებული იყო და ბევრი ზღვის წყალი ჩაყლაპა.

როდესაც მასთან მივცურე, ის ვერც კი ლაპარაკობდა და ძალიან რთული იყო მისი ნავამდე მიყვანა. ამიტომ, ის გასაბერ ლეიბზე დავაწვინეთ, რომელიც იქვე მყოფ სხვა ტურისტს ეკუთვნოდა და მისი გამოყვანა ასე შევძელით“.

ცხელი ამბები