Aa
Aa

კლებერსონი: "მანჩესტერმა პოგბა უნდა გაყიდოს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, კლებერსონი თვლის, რომ კლუბმა პოლ პოგბა უნდა გაასხვისოს. 40 წლის ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ დროა „წითელი ეშმაკები“ ფრანგ ნახევარმცველს შეელიონ და მის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღონ.

კლებერსონმა საკუთარი მოსაზრება Manchester Evening News-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „პოგბას გაყიდვა მართებულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი ნიჭის პატრონი გახლავთ, მაგრამ მისი სტილი ოდნავ განსხვავებულია და ის არაა, რაც მანჩესტერს სჭირდება.

პოგბამ შანსი უნდა გამოიყენოს და კლუბი დატოვოს. მან ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს და განსხვავებულ გარემოში ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

მანჩესტერში გადასვლა და კონკრეტულ სათამაშო სტილთან ადაპტირება ძალიან რთულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ და ნიჭი გაკლია.

ზოგჯერ თავდაუზოგავად შრომობ და გსურს გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთო, მაგრამ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გინდა და მიზანს ვერ აღწევ.

პოგბა იუნაიტედში ცუდად არ თამაშობს, თუმცა მისგან გაცილებით ბევრს ველით. საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი კარგად ჩანს. პოგბა გუნდის სული და გულია და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები