Aa
Aa

"საბურთალომ" მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე „საბურთალოს“ მთავმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა სპეციალისტმა ხვალინდელი დღეს ისტორიული უწოდა და მისი თქმით გუნდი მენტალურად მზად არის გასამართი მატჩისთვის.

პრესკონფერენციის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონმა ტირასპოლში „შერიფის“ სტადიონზე ვარჯიში გამართა.

ჭიაბრიშვილის შეგირდება ვარჯიშის პირველი ეტაპი ფიზიკურ მომზადებას დაუთმეს , ხოლო ბოლოსკენ კი ორად გაიყვნენ და ახალ კომბინაციებზე იმუშავეს.

ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ხვალ მოლდოვური  “შერიფს” წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გასვლით შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეგიონერები – ელვინ ტერა და ინტერს გი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ.

ქვემოთ გაგაცნობთ “საბურთალოს” შემადგენლობას, რომელიც მოლდოვაში იმყოფებიან:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები:სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი,  გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები:გიორგი გაბედავა,ოგნიენ როლოვიჩი,გიორგი გულიაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები