Aa
Aa

ჩოგბურთში პირველად! - ისტორიული ტაიბრეიკი უიმბლდონზე

უიმბლდონის 2019 წლის გათამაშება რამდენიმე ცვლილების ფონზე ჩატარდა, ერთ-ერთი მათგანი კი ისტორიული ხასიათის გახლდათ. კონკრეტულად - ჩოგბურთის ისტორიაში უიმბლდონი პირველი ტურნირია, რომლის გადამწყვეტ სეტშიც ტაიბრეიკი არა 6:6-ზე, არამედ 12:12-ზე უნდა დანიშნულიყო.

გათამაშების მე-8 დღემდე მსგავსი ფორმის ტაიბრეიკის დანიშვნა საჭირო არ გამხდარა, ისტორიული მომენტი კი მამაკაცთა წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალურ მატჩში დადგა, რომელშიც ერთმანეთს კონტინენი/პირსისა და რამი/სალსბერის წყვილები უპირისპირდებოდნენ.

მე-5 სეტის 9:8-ზე რამი და სალსბერი მატჩზე აწვდიდნენ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს, რის გამოც დაისაჯნენ და ისტორიულ ტაიბრეიკზე კონტინენმა და პირსმა იმარჯვეს - 7:6; 6:4; 3:6; 4:6; 13:12.

კონტინენი/პირსი, რომელიც ტურნირზე მე-8 ნომრადაა განთესილი, 1/4 ფინალში გავიდა, სადაც კლაასენისა და ვენუსის მე-3 ნომრად განთესილ დუეტს შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები