ბართომეუ ნეიმარის ტრანსფერზე:
Aa
Aa

ბართომეუ ნეიმარის ტრანსფერზე: "არაფერი შეცვლილა"

„ვალენსიადან“ გადაბირებული ნეტოს წარდგენის ცერემონიისას „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ლეონარდოს მიერ გაკეთებული განცხადების შეფასების დიდი სურვილი არ გააჩნდა.

როგორც მოგეხსენებათ „პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში პარიზული კლუბი ნეიმარის ტრანსფერს დათანხმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბართომეუმ ფრენკი დე იონგის პრეზენტაციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვიცით, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურს და ისიც ვიცით, რომ პსჟ-ს მისი გაშვება არ უნდა“. დღეს კი ლეონარდოს განცხადებების მიუხედავად, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა „ნეის“ ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე უპასუხა: „არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა“.

ნეიმარს „ბარსელონაში“ გადასვლა დიდი ხანია სურს. „ნეის“ გარემოცვის ცნობით ბრაზილიელის მომავალი მიმდინარე კვირაში გაირკვევა და სულ მალე ყველაფერს წერტილი დაესმება. სავარაუდოდ 27 წლის შემტევი კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს, თუმცა ბართომეუს განცხადებები ეჭვებს ნამდვილად ბადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები