Aa
Aa

ექსკლუზიური კადრები : "საბურთალო" ტირასპოლში ჩაფრინდა

საქართველოს ჩემპიონი დედაქალაქური “საბურთალო” ტირასპოლში ჩაფრინდა, ხვალ  კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “შერიფს” დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

დღეს გუნდი საღამოს მცირე ვარჯიშს ჩაატრებს, მწვრთნელები კი პრესკონფერენციას გამართავენ.

გასვლით შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეგიონერები – ელვინ ტერა და ინტერს გი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. დანარჩენი ფეხბურთელები კი მწყობრში არიან და ემზადებიან “შერიფთან” სათამაშოდ.

 “საბურთალო” მოლდოვაში ამ შემადგენლობით იმყოფება :

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები:  სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი,  გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები