Sky Sport Italia:
Aa
Aa

Sky Sport Italia: "ინტერმა" ბარელას ტრანსფერი შეათანხმა!

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერმა“ სარდინიულ „კალიარისთან“ ნიკოლო ბარელას ტრანსფერი შეათანხმა.

წყაროს თანახმად, მილანელები ბარელას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ეტაპობრივად 6 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება. როგორც ირკვევა, „როსობლუმ“, რომელიც ტრანსფერისთვის 50 მილიონ ევროს ითხოვდა, ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. წესით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმების შესახებ უახლოეს 48 საათში უნდა გამოაცხადონ.

ჯერჯერობით გარიგების საბოლოო ფორმა ცნობილი არაა, თუმცა, პრესის ვარაუდით, „ნერაძური“ 22 წლის ნახევარმცველს იჯარით აიყვანს და შემდეგ გამოისყიდის.

ნიკოლო ბარელამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა, რომლის ფორმითაც 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას „რომა“, „ნაპოლი“, „მილანი“ და სხვე კლუბებიც ეპატიჟებოდნენ, თუმცა ყოველთვის აცხადებდა, რომ „ინტერში“ თამაში სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები