Aa
Aa

"მილანმა" ევერტონით დაინტერესება უარყო

გავლენიანმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ დაწერა, თითქოს ბრაზილიელი ვინგერი, ევერტონი, „მილანს“ კონტრაქტის პირად დეტალებზე მოელაპარაკა.

იტალიური პრესა ამ ცნობას უარყოფს, მაგალითად, MilanNews-ი და Gazzetta dello Sport-ი „როსონერის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და მათგან მოისმინეს, რომ ევერტონის შეძენა გუნდის გეგმებში არ შედის.

იმავე Gazzetta dello Sport-ის თქმით, 23 წლის ბრაზილიელ შემტევს ამ დრომდე ერთადერთი შეთავაზება ჰქონდა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის.

ევერტონის ამჟამინდელ კლუბ „გრემიოს“ ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონი ევროს მიღება სურს. ევერტონს „გრემიოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები