არსად არ მივდივარ! - იგუაინს
Aa
Aa

არსად არ მივდივარ! - იგუაინს "იუვეს" ძირითადში მოხვედრის იმედი აქვს

გონსალო იგუაინის ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს.

„პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელს სერია A-ს რეკორდი ეკუთვნის. მან ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი - 36 გოლი გოლი შეაგდო, რაც 2015-2016 წლებში სწორედ სარის ხელმძღვანელობით მოხდა.

„ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე უნდა დააფიქროს, რომელიც 31 წლის ფორვარდის გადასაბირებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელსაც Sky Sport Italia „იუვენტუსთან“ აკავშირებს, რომელუ ლუკაკუ გახლავთ. ბელგიელი შემტევის ტრანსფერზე მილანის „ინტერიც“ აქტიურად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები