Aa
Aa

"ბაიერნი" სანეს პასუხს ელის

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ლეროი სანე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს.

„რეკორდმაისტერი“ რობენისა და რიბერის შემცვლელს ეძებს და გერმანელ გარემარბს იდეალურ კანდიდატად განიხილავს. სანე ამჟამად შვებულებაში იმყოფება და არჩევანს „სიტიში“ დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

ეს ინფორმაცია „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა. ლეგენდარულმა გერმანელმა თანამემამულის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „სანეს სურდა საკუთარ მომავალზე შვებულებაში ყოფნისას ეფიქრა. ახლა ისღა დაგვრჩენია მის გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ლეროი შვებულებიდან ამ კვირაში დაბრუნდება და არჩევანს რამდენიმე დღეში გააკეთებს. ჩვენი პოზიცია არ იცვლება. ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რობენი და რიბერი დავკარგეთ და გარემარბს კვლავ ვეძებთ“.

ბრიტანული პრესის მიხედვით „ბაიერნის“ ინტერესის მიუხედავად „ქალაქელები“ დარწმუნებულები არიან, რომ სანე ნავსაყუდელს არ შეიცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები