Aa
Aa

"ევერტონი" მალკომს უმიზნებს

„ევერტონი“ კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევის, მალკომის შეძენას გეგმავს. „კანფეტებმა“ 22 წლის მოთამაშის გადაბირება იანვარშიც სცადეს, მაგრამ ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“ დარჩენა არჩია.

მალკომს იმედი ჰქონდა, რომ ერნესტო ვალვერდეზე შთაბეჭდილებას მოახდენდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. შესაბამისად „ევერტონი“ შექმნილი სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას აპირებს და თვლის, რომ ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებს.

RMC Sport-ის ინფორმაციით „კანფეტები“ „ბლაუგრანას“ დაახლოებით 31.5 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ. ეს თანხა 5 მილიონი ფუნტით ნაკლებია იმაზე, რაც თავის დროზე „ბარსელონამ“ „ბორდოს“ გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მალკომის შეძენას ლონდონის „არსენალიც“ განიხილავს, თუმცა „მეთოფეების“ ნომერ პირველი სამიზნე „კრისტალ პალასის“ გარემარბი, ვილფრედ ზაჰაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები