მაგუაიერს
Aa
Aa

მაგუაიერს "მანჩესტერში" თამაში სურს

ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ცენტრალურ მცველს, ჰარი მაგუაიერს „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და ოლე გუნარ სულშერის გუნდში თამაში სურს. ამ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

ნორვეგიელ სპეციალისტს შემადგენლობის გაძლიერება და კვალიფიციური უკანახაზელის დამატება დიდი ხანია უნდა. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ცნობების მიხედვით „წითელმა ეშმაკებმა“ „ლესტერს“ წინადადებით მიმართეს და მაგუაიერის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა „მელიები“ 88 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

„იუნაიტედი“ 26 წლის ინგლისელის გადაბირებით შარშანაც გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ „ლესტერის“ დაყოლიება ვერ მოახერხა. წლეულს შესაძლოა ყველაფერი განსხვავებული სცენარით წარიმართოს. „მანჩესტერი“ მზადაა მაგუაიერის სანაცვლოდ სერიოზული თანხები გაიღოს. თანაც ოლე გუნარ სულშერის ასისტენტი მაიკ ფელანია, რომელიც „ჰალ სიტის“ თავკაცის პოსტზე ყოფნისას მაგუაიერს წვრთნიდა და „მელიების“ უკანახაზელთან კარგი ურთიერთობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები