Aa
Aa

"რეალის" მესვეურებს სჯერათ, რომ პოგბა "იუვეს" უარით გაისტუმრებს

მადრიდის „რეალი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და უკან დახევას არ აპირებს. Daily Mail-ის ცნობით „სამეფო კლუბის“ მმართველი საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ უარს ეტყვის და კარიერას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელებს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით „ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ 26 წლის ნახევარმცველს ზინედინ ზიდანთან მუშაობა სურს და სერია A-ში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს.

მადრიდული გრანდის მესვეურები სიტუაციას გულდასმით აკვირდებიან და პარალელურად პოგბას ტრანსფერისთვის საჭირო თანხების მოძიებაზე არიან ორიენტირებული. „რეალი“ ერთ-ერთ ვარიანტად ხამეს როდრიგესის გასხვისებას განიხილავს.

კოლუმბიელი ფეხბურთელის გადაბირებით „ნაპოლია“ დაინტერესებული და „სამეფო კლუბი“ იმედოვნებს, რომ ხამესის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მიიღებს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი, კრისტიანო გიუნტოლი და 27 წლის ფლეიმეიქერის აგენტი, ჟორჟე მენდეში მადრიდში იმყოფებიან და ტრანსფერზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები