Aa
Aa

მორიგი წარუმატებლობა! - ტოჩინოშინმა "ნაგოია ბაშოზე" მე-3 ორთაბრძოლაც წააგო

იაპონიის ქალაქ ნაგოაში მიმდინარე წლის რიგით მე-4 ბაშოზე, ლევან გორგაძე გამოსვლას აგრძელებს და გათამაშების მე-3 დღეს კომუსუბი რიუდენს დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინმა "ნაგოია ბაშო" ცუდად დაიწყო და საწყისი ორი დღის შემდეგ ორივე ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა, მისი მეტოქის მოგება-წაგებათა ბალანსი კი 1:1-ზე იყო.

დღევანდელი ორთაბრძოლა გორგაძემ ნორმალურად დაიწყო და მავაშში ჩავლება აიღო, თუმცა ორმაგი მავაშის აღება ვერ შეძლო, საბოლოოდ, დგომში უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა და ლევანი უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

შედეგად, ქართველ რიკიშის 3 დღის შემდეგ ორთაბრძოლა არ მოუგია და კაჩი-კოშის გასაფორმებლად სერიოზული ძალისხმევის გაღება დასჭირდება.

"ნაგოია ბაშოს" მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დაიეიშო იქნება, რომელიც წოდებით მე-3 მაეგაშირაა. ქართველი მას ურთიერთშეხვედრებში 5:1-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები