Aa
Aa

ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა ნაკრების წარმატება კოპაკაბანას პლაჟზე იზეიმეს

ბრაზილიელმა გულშემატკივარმა კოპა ამერიკის მოგება კოპაკაბანას პლიაჟზე მოწყობილი აღლუმით აღნიშნა და „სელესაოს“ წარმატება ერთობლივად იზეიმა.

ფანებმა აღლუმზე თავიანთი საყვარელი ცხოველები ბრაზილიის დროშებით გამოაწყეს, რის შემდეგაც პლიაჟზე იპოზირეს და ტრიუმფის აღმნიშვნელი ფოტოებიც გადაიღეს.

ბრაზილიაში თვლიან, რომ მათ ნაკრებს ტურნირი CONMEBOL-ის დახმარებით არ მოუგია და არგენტინელებს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება ნამდვილად არ აქვთ.

„საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენს ნაკრებს CONMEBOL-ი დაეხმარა. ირონიულია, რომ ამაზე არგენტინელები აპელირებენ, მათ ხომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ხელით გატანილი გოლით მოიგეს. მათ ასეთი ფორმით მოგებული ტიტული იზეიმეს და არგენტინაში თავიანთი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონად გამოაცხადეს. მათ არაფრის თქმის უფლება არ აქვთ“.

არიან ისეთებიც, ვინც მესის მიერ CONMEBOL-ისთვის წაყენებულ ბრალდებაში სიმართლის მარცვალს ხედავენ.

„მთავარია, რომ თასი ჩვენთანაა და ახლა მისი ცქერა შეგვიძლია. ვფიქრობ, მესი გარკვეულწილად მართალია, თუმცა მისი აზრი ბოლომდე სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ერთი ფაქტი, ცალსახაა, რომ მან მთელი ტურნირის განმავლობაში ცუდად ითამაშა“.

ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ჯამში კი ამ ტიტულს მეცხრედ დაეუფლა.

თავიანთ ნაკრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს პერუელებმაც. ქვეყნის დედაქალაქ ლიმას აეროპორტში რიკარდო გარეკას გუნდს ათასობით გულშემატკივარი დახვდა და მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

პერუს ნაკრები კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებულია, ფინალური მატჩი კი ისტორიაში პირველად წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები