Aa
Aa

ლოთარ მათეუსმა ნოიერი და მისი აგენტი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ გოლკიპერი, მანუელ ნოიერი და მისი აგენტი, ტომას კროტი გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ ამ უკანასკნელმა გერმანულ გაზეთს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ნოიერი „რეკორდმაისტერში“ არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებას განიხილავს.

კროტის თქმით ნოერი თვლის, რომ „ბაიერნს“ ძლიერი შემადგენლობა აღარ ჰყავს და ევროპულ გრანდებს ბევრით ჩამორჩება. ტომასი დასძენს, რომ „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება და კარიერის „ალიანს არენაზე“ დასრულება ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ერთადერთი არაა.

ნოიერის აგენტის კომენტარს გერმანიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. კროტის განცხადებას ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა და ნოიერის შესახებ Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ნოიერის საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია. თუ მას, როგორც ბაიერნის კაპიტანს, ტრანსფერებთან დაკავშირებით რამე არ მოსწონს, კლუბს უნდა გაესაუბროს. ბაიერნის ხელმძღვანელთა კარი ყოველთვის ღიაა.

მის აგენტს კარგად ვიცნობ. ის დამოუკიდებლად ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ყველაფერი ნოიერთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები