Aa
Aa

პუიოლი: "ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარული მცველი, კარლეს პუიოლი კლუბს მოუწოდებს დაივიწყოს ყველაფერი, რაც ნეიმართან დაკავშირებით წარსულში მოხდა და აქცენტი აწმყოზე გააკეთოს.

27 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის შესახებ უცხოურ პრესა აქტიურად წერს. „ნეის“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურს და მზადაა ბევრ დათმობაზე წავიდეს. „ბლაუგრანას“ ჯერჯერობით არჩევანი არ გაუკეთებია. კარლეს პუიოლს კი მიაჩნია, რომ წარსულში დაფიქსირებულმა ინციდენტებმა „ბარსელონას“ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

„თუ სატრანსფერო ბაზარზე არის ფეხბურთელი, რომელიც გჭირდება, რამდენიმე წლის წინ მომხდარზე არ უნდა იფიქრო. ასეთ მომენტებში აწმყო უნდა შეაფასო და არა წარსული.

ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც „ბარსელონას“ გაძლიერება შეუძლია. „პსჟ“-ში მან თავისი მაქსიმუმი ტრავმების გამო ვერ გამოავლინა, თუმცა ვფიქრობ ფეხბურთისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია“.

კატალონიური პრესის ცნობით ნეიმარი ამ კვირაში ოჯახთან ერთად ბარსელონაში გაემგზავრება. ბრაზილიელი შემტევის გარემოცვა კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში „ნეის“ მომავალი საბოლოოდ გაირკვევა და ყველაფერს წერტილი დაესმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები