ახალწვეულებით და ბეილით -
Aa
Aa

ახალწვეულებით და ბეილით - "რეალი" 2019-2020 წლების სეზონისთვის პირველად შეიკრიბა

მადრიდის "რეალი" 2019-2020 წლების სეზონისთვის პირველად შეიკრიბა და ზინედინ ზიდანმა შეგირდები ერთობლივად ავარჯიშა.

ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც საწვრთნელი პროცესიც დაიწყო. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს ედენ აზარმა და ლუკა იოვიჩმა.

"ბლანკოსის" საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა გარეტ ბეილიც, რომელმაც, სხვების მსგავსად, წვრთნა გაიარა და სრულად დაიტვირთა. უელსელ ვარსკვლავს კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა თავად ხშირად აცხადებს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუდან" აბარგებას არ გეგმავს.

მადრიდული გრანდი 20 ივლისიდან საერთაშორისო ჩემპიონთა თასში ჩაერთვება, რომლის ეგიდითაც 4 მატჩს გამართავს: 20 ივლისს - "ბაიერნთან", 23 ივლისს - "არსენალთან", 26 ივლისს - "ატლეტიკოსთან" და 30 ივლისს - "ტოტენჰემთან".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები