Aa
Aa

"მატადორი" სრული სვლით! - ნადალი უიმბლდონის 1/4 ფინალში გავიდა

რაფაელ ნადალმა პორტუგალიელი ჟოაო სოუზას ზღაპარი დაასრულა, 3 სეტში იოლად დაამარცხა და უიმბლდონის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა. ესპანელს მეტოქის დასამარცხებლად საათი და 46 წუთი დასჭირდა.

ნადალი სამივე პარტიაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება ეჭვის ქვეშ წამითაც არ დაუყენებია, საბოლოოდ მან 6:2; 6:2; 6:2 იმარჯვა და მომდევნო წრეში სემ ქუერის შეხვდება, რომელმაც ტენის სანდგრენს დაძაბული 4-სეტიანი მატჩი მოუგო.

რაფამ დიდი სლემის ტურნირის საუკეთესო 8 ჩოგბურთელში ზედიზედ მერვედ გავიდა, რაც 2009-2012 წლებში დაფიქსირებული მიჯრით 12 მეოთხედფინალის შემდეგ მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

"მატადორი" შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და ბოლო 2 მატჩში - ცონგასა და სოუზას წინააღმდეგ, ჯამში მხოლოდ 13 გეიმი დათმო. 

თუკი ნადალი მეოთხედფინალურ შეხვედრასაც წარმატებით დაასრულებს, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშს გაინაღდებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულია, მან ტიტულის მოგება 2008 და 2010 წლებში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები