მსგავსი რამ ნანახი არ გექნებათ! სიცრუის 30 წამი - როგორ მოატყუა რადიომ გულშემატკივრები
Aa
Aa

მსგავსი რამ ნანახი არ გექნებათ! სიცრუის 30 წამი - როგორ მოატყუა რადიომ გულშემატკივრები

აფრიკის თასზე მაროკოს ნაკრები მოულოდნელად 1/8-ფინალში ბენინთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ჰაკიმ ზიეჩი და კომპანია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ფეხბურთში სენსაციები ხშირად ხდება.

მაროკო უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს.

76-ე წუთზე ელ ნესირიმ წონასწორობა აღადგინა და მაროკომ მოსაგებადაც გაიწია. საბოლოოდ ლენარის გუნდმა მიზნამდე მისვლა მოახერხა და მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

96-ე წუთზე ბურთთან ჰაკიმ ზიეჩი მივიდა, რომელმაც დარტყმა გააცუდა, შეხვედრა ფრედ დასრულდა და საბოლოოდ პენალტების სერიაში მაროკო დამარცხდა.

ბენინი კი არსებობის ისტორიაში აფრიკის თასის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

ინტერნეტსივრცეში ყურადღება ერთმა ვიდეომ მიიპყრო, რომელშიც მაროკოელი გულშემატკივრები თავიანთ ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობენ.

ხსენებულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს იყო შემთხვევითი ბოროტი ხუმრობა, რომელმაც უდიდესი სიხარული რამდენიმე წამში საშინლად მწარე რეალობად აქცია.

საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა ქომაგმა, რომელიც რეპორტაჟს პარალელურად რადიოშიც უსმენდა გაიგონა, რომ ზიეჩმა პენალტი გაიტანა და მაროკომ მოიგო.

რადიორეპორტაჟი ტელევიზიისას რამდენიმე წამით უსწრებდა და ბიჭმაც იქ შეკრებილ ხალხს ეს სასიხარულო ამბავი აცნობა, რის შემდეგაც ოთახი ლამის დაინგრა.

საოცრად ემოციური წამების შემდეგ ზიეჩმა პენალტი დაარტყა და გააცუდა, რის შემდეგაც ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელს შეხედეს და აქ ვიდეოც ითიშება.

რთული სათქმელია თუ რატომ გამოაცხადეს რადიოში პენალტი გოლად. შესაძლოა ხსენებულმა გულშემატკივარმა რაღაც შეცდომით გაიგო. ვინ იცის...

უცნობია თუ რა ბედი ეწია იმ ახლაგაზრდას, რომელმაც ათობით მაროკოელს 30 წამიანი ბედნიერება აჩუქა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები