SOS! ნეიმარი ვეღარ ითმენს და
Aa
Aa

SOS! ნეიმარი ვეღარ ითმენს და "ბარსას" მოლაპარაკებების დაჩქარებას სთხოვს!

მას შემდეგ რაც „ბარსას“ პრეზიდენტმა ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, ბრაზილიელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები თითქოს ჩაცხრა, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა.

დღეს პრესაში საპნის ოპერამ კიდევ ერთხელ იფეთქა და ამის მიზეზი პსჟ-ს წინასასეზონო სამზადისის დაწყება იყო, რომელზეც ნეიმარი არ გამოცხადაა.

Sport-ის ცნობით, ტომას ტუხელმა ნეიმარს კიდევ რამდენიმე დღით დასვენების უფლება მისცა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

წინა კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი პარიზში ჩასვლას და გუნდთან ერთად ვარჯიშს არ გეგმავდა და მას პირდაპირ ბარსელონაში გაფრენა სურდა.

დღეს ასევე დაიწერა, რომ ნეიმარი „ბარსას“ მოლაპარაკებების დაჩქარებას სთხოვს, რომ ყველაფერი დროულად მოგვარდეს.

Sport-ი ასევე წერს, რომ ბრაზილიელი ამ კვირაში ოჯახთან ერთად ბარსელონაში გაემგზავრება.

ნეიმარის გარემოცვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში მისი მომავალი საბოლოოდ გაირკვევა და ყველაფერს წერტილი დაესმევა.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები