Aa
Aa

კარატისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე  ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კარატისტებს შეხვდნენ.

8-29 ივნისს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ალგაზრდული პირველობა გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი, ევროპირველობაზე, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში U16; U18; და U21 გაიმართა, 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა ჯამში 5 მედალი, 4-ოქრო და 1-ვერცხლი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია - ამ დრომდე ქართველ კარატისტებს ასეთი შედეგი არ ჰქონიათ.

ჭაბუკებში U16 ჩემპიონები გახდნენ: -70კგ. წონით კატეგორიაში თბილისელი შოთა შუბითიძე; და +75კგ. ბათუმელი დავით მსხალაძე; U18 ახალგაზრდებში -75კგ. თბილისელი ლაშა ბაბუაძე, ხოლო U21 წლამდელ ახალგაზრდებში თელაველი ოთარ ესიტაშვილი. ვერცხლის მედლის მფლობელი კი -70კგ. კატეგორიაში თბილისელი ვასილ ლომსაძე გახდა. აღნიშნული შედეგით პირად-გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, რაც ევროპის პირველობაზე პირველად მოხდა.

პრაღაში ასევე გაიმართა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პრეზენტაცია, რომელიც სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ წარადგინა. მომავალი წლის 3-4 აპრილს, ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის, თბილისი უმასპინძლებს, რომელიც ამავდროულად 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაცაა.

შალვა გოგოლაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

 ლაშა ბაბუაძე - ევროპის ჩემპიონი

 შოთა შუბითიძე - ევროპის ჩემპიონი

 

ცხელი ამბები