Aa
Aa

"საბურთალო" სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს

ძვირფასო გულშემატკივრებო,

მოგახსენებთ, რომ 10 ივლისს საფეხბურთო კლუბისაბურთალომოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავსშერიფისწინააღმდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მატჩისადმი ინტერესი, ჩავთვალეთ საჭიროდ გაგვეკეთებინა განმარტება.

ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსილირება არის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო, თუმცა გავითვალისწინეთ გულშემატკივრების ინტერესი და პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლებასაზოგადოებრივ მაუწყებელსუსასყიდლოდ გადავეცით, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მოლდოვურ მხარესთან და ეჩვენებინა გასვლითი მატჩიც პირდაპირ ეთერში. საბოლოო პასუხი ჯერ ჯერობით არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, “საზოგადოებრივი მაუწყებელიშეძლებს მოლდოველ კოლეგებთან მოლაპარაკებასა და მაყურებელს მიეცემა მატჩის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები