მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონიდან გავარდა
Aa
Aa

მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონიდან გავარდა

უიმბლდონის ქალთა თანრიგის მერვედფინალური ეტაპი სენსაციური შედეგით გაიხსნა - მსოფლიოს პირველი ჩოგანი და "როლან გაროსის" მოქმედი გამარჯვებული, ეშლი ბარტი, ტურნირს ალისონ რისკესთან მატჩის შემდეგ გამოეთიშა.

ბარტიმ პირველი სეტი კარგად ჩაატარა და ის თავის სასარგებლოდ დაასრულა, რის შემდეგაც რიტმიდან ამოვარდა და რისკემ თამაშის სადავეები ხელთ იგდო - 3:6; 6:2; 6:3.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა გასული სეზონის უიმბლდონი 1/16 ფინალურ ეტაპზე დაასრულა, ამიტომ რეიტინგში 110 ქულა მოემატება, რითაც, სავარაუდოდ, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს შეინარჩუნებს.

ალისონ რისკე შემდეგ რაუნდში სერენა უილიამსისა და კარლა სუარეს ნავაროს მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამერიკელი ძალიან კარგ ფორმაშია და გასულ კვირას ბირმინგემის ტურნირი მოიგო, უიმბლდონზე კი საუკეთესო შედეგი აქვს და უკვე 1/4 ფინალურ ეტაპზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები