ნოიერი
Aa
Aa

ნოიერი "ბაიერნის" დატოვებას განიხილავს

მიუნხენის „ბაიერნის“ გოლკიპერი, ნოიერი „რეკორდმაისტერის“ დატოვებას განიხილავს. ამ ინფორმაციას 33 წლის მეკარის აგენტი ავრცელებს. როგორც ირკვევა ნოიერი თვლის, რომ „ბაიერნს“ ძლიერი შემადგენლობა აღარ ჰყავს და ევროპულ გრანდებს ბევრით ჩამორჩება.

ნოიერი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკითაც უკმაყოფილოა და თუ „ბაიერნი“ ინვესტიციების განხორციელებას არ დაიწყებს, მანუელი ნავსაყუდელის შეცვლაზე დაფიქრდება.

ტომას კროტმა თავისი კლიენტის შესახებ Suddeutsche Zeitung-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება და კარიერის „ალიანს არენაზე“ დასრულება ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ერთადერთი არაა.

კროტის მიხედვით ნოიერი თვლის, რომ „რეკორდმაისტერი“ პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულს ბევრით ჩამორჩება და “ბაიერნის“ ამჟამინდელი შემადგენლობა სათანადოდ კონკურენტუნარიანი არაა. გერმანელი მეკარის აგენტმა ისიც დასძინა, რომ მის კლიენტს ევრო 2020-ზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ დასაკუთრება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები