რაიოლამ დაადასტურა! დე ლიხტი
Aa
Aa

რაიოლამ დაადასტურა! დე ლიხტი "იუვენტუსს" შეუთანხმდა

უცხოური პრესა დიდი ხანია იუწყება, რომ მატიის დე ლიხტმა ტურინის „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. რამდენიმე საათის წინ ეს ინფორმაცია ჰოლანდიელი ვარსკლავის აგენტმაც დაადასტურა.

მინო რაიოლამ De Telegraaf-ს მოკლე კომენტარი მისცა და განაცხადა: „დე ლიხტი „იუვენტუსს“ შეუთანხმდა და ახლა ყველაფერი „აიაქსზეა“ დამოკიდებული. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ტრანსფერზე მუშაობის სურვილს ორივე კლუბი გამოთქვამს და მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება“.

როგორც მოგეხსენებათ „ბიანკონერი“ „აიაქსს“ უკვე დაუკავშირდა და პირველი წინადადებითაც მიმართა. „ბებერი ქალბატონი“ თანახმაა 58.3 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, თუმცა ჰოლანდიურ კლუბს ეს თანხა არ აკმაყოფილებს და მინიმუმ 67.3 მილიონ ფუნტს ითხოვს.

აქვე დავძენთ, რომ იტალიური პრესის ინფორმაციით დე ლიხტი ტურინელთა თავკაც მაურიციო სარის პირადად დაუკავშირდა და სატელეფონო საუბრისას მასთან სამომავლო გეგმები განიხილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები