Aa
Aa

"ბარსას" ქომაგმა მესის უკმეხი რეპლიკა მიაძახა!

საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ესპანური AS, რომლის თქმითაც "ბარსელონა"-"ვალენსიას" შეხვედრის (1:2) დასრულების შემდეგ კატალონიელთა ერთ-ერთ ქომაგსა და გუნდის ლიდერ ლეო მესის შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მაშინ როცა მესი საკუთარი მანქანით "ნოუ კამპის" მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, გაცხარებულმა ფანმა მას ასეთი რეპლიკა უძღვნა: 

"მოედანზე ერთ ადგილას დადიხარ და მგონი, მის გარეთ უფრო მეტს მოძრაობ, ვიდრე მინდორზე. ეს სირცხვილია"!

უცნობია რა უპასუხა ამ ადამიანს თავად მესიმ, თუმცა ჟურნალისტთა ცნობით, არგენტინელი, რომელმაც ეს შეძახილი ნამდვილად გაიგონა, ძალიან დაღვრემილი და გაბრაზებული ჩანდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ჩემპიონატში ზედიზედ 3 თამაში 2003 წლის შემდეგ, პირველად წააგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები