ლუკაკუს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
Aa
Aa

ლუკაკუს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მომდევნო სეზონში „წითელი ეშმაკები“ აქცენტს მარკუს რაშფორდზე გააკეთებენ და ძირითად შემადგენლობაში ლუკაკუს ადგილი ფაქტობრივად აღარ იქნება.

ბოლო პერიოდში 26 წლის თავდამსხმელის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. ლუკაკუს „ინტერში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა „ნერაძურის“ საკმარისი ფინანსური რესურსი არ აღმოაჩნდა და გუნდებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

The Sun-ის ინფორმაციით რომელუს ორი ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით ლუკაკუს აგენტი, „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის და „ნაპოლის“ თავკაც კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა. ბელგიელის აგენტმა მათ თავისი კლიენტის ტრანსფერის გაჩარხვა შესთავაზა და განუცხადა, რომ 75 მილიონი ფუნტის მიღების შემთხვევაში, „მანჩესტერი“ ლუკაკუს გასხვისებას დათანახმდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები