120 მილიონი პოგბას სანაცვლოდ!
Aa
Aa

120 მილიონი პოგბას სანაცვლოდ! "იუვე" მეგა-წინადადებას ამზადებს

რაბიოსა და რემზის გადაბირების შემდეგ, ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას პოლ პოგბას ტრანსფერით გეგმავს. „ბიანკონერი“ ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად ყველაფერს აკეთებს და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ მეგა-წინადადებასაც ამზადებს.

The Times იუწყება, რომ „ბებერი ქალბატონი“ „იუნაიტედს“ 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 120 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

ოლე გუნნარ სულშერი ზაფხულში ძირეული ცვლილებების გატარებას აპირებს და შესაძლოა პოგბას ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს. თანაც ფრანგმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა და ახალ გამოწვევებთან გამკლავება სურს.

„წითელი ეშმაკები“ პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს ითხოვენ და ნაკლებად სავარაუდოა 26 წლის ფეხბურთელს 120 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებისთვის მადრიდის „რეალი“ იბრძვის და შესაძლოა „სამეფო კლუბმა“ „იუნაიტედს“ უფრო სარფიანი წინადადებით მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები