Aa
Aa

"მანჩესტერი" და "სპორტინგი" ფერნანდეშის ფასზე ლაპარაკობენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლისაბონის „სპორტინგი“ ბრუნო ფერნანდეშის სატრანსფერო ფასზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავენ.

„წითელ ეშმაკთა“ მესვეურები ფერნანდეშის ტრანსფერის სანაცვლოდ 61 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა პორტუგალიელებს 70 მილიონი ევროს მიღება სურთ.

თავად ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის სურვილს გამოთქვამს, შესაბამისად, კლუბებს საბოლოო შეთანხმების მიღწევა წესით არ უნდა გაუჭირდეთ.

24 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირ ჰარის სეფეროვიჩს ჩამორჩა. მარგი ქმედების კოეფიციენტით კი ლიგის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო, რადგან 20 გოლს 13 საგოლე პასიც მიამატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები