მანჯუკიჩს
Aa
Aa

მანჯუკიჩს "დორტმუნდი" და "ატლეტიკო" ეპატიჟებიან

მარიო მანჯუკიჩი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებას აქტიურად განიხილავს, მის პოტენციურ კლუბებად კი „დორტმუნდი“ და „ატლეტიკო“ განიხილებიან. ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი „დორტმუნდია“.

ხორვატი ფორვარდი გერმანიის ჩემპიონატში 4 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, მან 2-2 წელი „ვოლფსბურგსა“ და „ბაიერნში“ გაატარა, საიდანაც 1 წლით სწორედ „ატლეტიკოში“ გადავიდა.

33 წლის შემტევი მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება, რის გამოც მანჯუკიჩი და მისი აგენტი სატრანსფერო მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი. მათ წინადადებები ჩინეთიდან და MLS-დანაც აქვთ, თუმცა ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს.

მანჯუკიჩმა აპრილში „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2021 წლის ზაფხულში იწურება. ასე რომ, მისით დაინტერესებულ კლუბს გარკვეული თანხის გაღება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები