Aa
Aa

"იუვემ" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა! - 21 წლის არგენტინელი "ალიანც სთედიუმზე"

ტურინის „იუვენტუსი“ უახლოეს დღეებში კიდევ ერთ ტრანსფერს გააოფიციალურებს და „ჯენოადან“ ცენტრალურ მცველ კრისტიან რომეროს დაიმატებს.

იტალიური პრესის თქმით, 21 წლის არგენტინელი უკანახაზელი ტურინში ხვალ ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბიანკონერსითან“ კონტრაქტს გააფორმებს.

„იუვე“ რომეროს სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაიხდის, თუმცა მას მომავალ სეზონში სხვა გუნდში გაანათხოვრებს. ახალგაზრდა სტოპერის შემდეგ პოტენციურ კლუბებად „ჯენოა“ და ბერგამოს „ატალანტა“ სახელდებიან.

კრისტიან რომერო იტალიის ჩემპიონატში გასულ ზაფხულს არგენტინული „ბელგრანოდან“ 1.7 მილიონ ევროდ გადავიდა და „ლეგა კალჩიოს“ ეგიდით გამართულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები