Aa
Aa

მეორე მარცხი "ნაგოია ბაშოზე" - ტოჩინოშინმა შოდაის ვერაფერი მოუხერხა

„ნაგოია ბაშოს“ მეორე დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

შოდაიმ ლევანს შანსი არ დაუტოვა და პირველივე კონტაქტის შემდეგ გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

ლევან გორგაძისთვის შოდაი საკმაოდ უხერხული მეტოქეა. „ტოჩი“ ამ უკანასკნელს 13-ჯერ შეხვდა. ბალანსი 6 გამარჯვება 7 მარცხის წინააღმდეგ.

ბოლო ბრძოლებში ლევანს შოდაისთან განსაკუთრებით უჭირს. ბოლო 6 ბრძოლიდან 5-ჯერ დამარცხდა.

ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინი კომუსუბი რიუდენს შეხვდება, რომელსაც აქამდე სულ ერთჯერ დაუპირისპირდა. 2018 წელს, „კიუშუ ბაშოს“ მე-8 დღეს იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ცხელი ამბები