ლუიშ ფიგუ:
Aa
Aa

ლუიშ ფიგუ: "რაც "ბარსელონაში" ხდება ნორმალური არაა"!

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, 2000 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ "ბარსელონაში" მიმდინარე პროცესებს აფასებს:

"სხვების წარუმატებლობა სიხარულს არასდროს მანიჭებდა. მე სპორტსმენი ვარ და "ბარსელონას" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, იქ შესანიშნავი 5 წელი გავატარე. ახლა, რაც გუნდში ხდება, ჩემი აზრით, არანორმალური და არალოგიკურია, "ბარსელონა" ამდენ თამაშს არ უნდა აგებდეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდმა დინამიკა დაკარგა, რაც ბოლო წლებია მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი იყო. პრობლემა უფრო ფეხბურთელებში და გუნდის შიდა სამზარეულოშია". 

"სიმართლე გითხრათ, შაბათსაც და კვირასაც გოლფის თამაშით შევიქციე თავი, ჩემი ცხოვრება მხოლოდ "ბარსელონა"-"რეალითა" და ზოგადად, ფეხბურთით არ შემოიფარგლება. სხვა რაღაცების კეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ფეხბურთი"...

დასასრულს ვეტერანმა ფეხბურთელმა "ჩემპიონთა ლიგაზე" გუნდების შანსებზეც გააკეთა კომენტარი:

"ფავორიტი ორია, "რეალი" და "ბაიერნი". იმედი მაქვს, გამარჯვება მადრიდელებს დარჩებათ და ისინი მილანში ჩემპიონობას იზეიმებენ". - განაცხადა ფიგუმ, რომელიც "ბარსაში" 1995-2000 წლებში თამაშობდა, იქიდან კი სწორედ "რეალში" გადავიდა და სამეფო კლუბის ღირსებას 2005 წლამდე იცავდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები