ტედი რინერი ტიტულით დაბრუნდა
Aa
Aa

ტედი რინერი ტიტულით დაბრუნდა

ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა ტედი რინერი 18-თვიანი პაუზის შემდეგ ტატამს მოგებული ტიტულით დაუბრუნდა .

30 წლის ფრანგმა მძიმე წონით კატეგორიაში მონრეალის გრან პრი მოიგო და საკუთარ უდიდეს კარიერას კიდევ ერთი ოქროს მედალი დაუმატა.

2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში ამერიკელი აიაქს ტადეჰარა იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში მისი მეტოქე რუმინელი ვლადეტ სიმონესკუ იყო, რომელსაც რინერმა ასევე იპონით სძლია. ნახევარფინალში ფრანგმა დაძაბულ ბრძოლაში ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას სძლია.

აღსანიშნავია, რომ ვიზებზე შექმნილი პრობლემის გამო კანადის გრან პრიზე არცერთ ქართველ ძიუდოისტს არ უასპარეზია.

ცხელი ამბები