Aa
Aa

დანი ალვეში არ ჩერდება! - ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო

მსოფლიოს ერთ-ერთმა ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში რიგით მე-40 საჩემპიონო თასი მოიგო.

ალვეშის კაპიტნობით, ბრაზილიის ნაკრებმა „კოპა ამერიკის“ ფინალში პერუს 3:1 აჯობა, რითაც „სელესაომ“ ეს ტურნირი მეცხრედ, ხოლო უშუალოდ ალვეშმა მეორედ მოიგო.

ვეტერანმა ფეხბურთელმა 23 ტიტული „ბარსელონასთან“ ერთად მოიპოვა, 6 - პსჟ-სთან, 5 – „სევილიასთან“, 2 – „იუვენტუსთან“, ხოლო 4 - ბრაზილიის ნაკრებთან.

36 წლის ალვეში ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და მსურველი კლუბების წინადადებებს ელოდება. ევროპული პრესა მას ყველაზე უფრო ყოფილ კლუბ „ბარსელონასთან“ აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები