Aa
Aa

მექსიკის ნაკრები "ოქროს თასის" ჩემპიონია!

ჩრდილოეთ, ცენტრალურ ამერიკისა და კარიბის ასოციაციის ქვეყნებს შორის „ოქროს თასის“ გათამაშება დასრულდა. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ აშშ-სა და მექსიკის ნაკრებებმა ითამაშეს.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მექსიკელთა ნახევარმცველმა, ხონათან დოს სანტოსმა, 73-ე წუთზე გაიტანა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელი რაულ ხიმენესი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი, 6 გოლით, კანადელი ჯონათან დევიდი გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი კი ამერიკელ კრისტიან პულიშიჩს მიანიჭეს.

„ოქროს თასი“ 1991 წლიდან ტარდება და მას სულ 3 ჩემპიონი ჰყავს, ერთხელ ტიტული კანადამ მოიგო, 6-ჯერ აშშ-მ, ხოლო მექსიკელთა წლევანდელი ტრიუმფი რიგით მე-8 გახლდათ.

ტურნირის მომდევნო გათამაშება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები