Aa
Aa

ბრაზილიამ პერუ დაამარცხა და კოპა ამერიკა ისტორიაში მეცხრედ მოიგო!

ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა ტრიუმფით დაასრულა. "სელესაომ" ფინალში პერუს 3:1 სძლია და ტურნირი ისტორიაში მეცხრედ მოიგო.

"პენტაკამპეონებმა" ანგარიში მე-15 წუთზე ევერტონმა ჟესუსის ბწრყინვალე თამაშის შედეგად გახსნა.

ტაიმის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გავიდა. პერუ დაცვიდან ამოვიდა და შეტევაში თამაში რიკარდო გარეკას გუნდს დაუფასდა. 44-ე წუთზე ტიაგო სილვას ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა პენალტი დანიშნა რომელიც გოლად გერერომ აქცია.

ტაიმის დამატებულ ბოლო მე-3 წუთზე პერუელებმა არტური საჯარიმომდე მარტივად მიუშვეს, "ბარსას" ნახევარმცველმა კი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ჟესუსს გადააწოდა, რომელმაც ცივსისხლიანად იმოქმედა და მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა.

მეორე ტაიმში ბრაზილია დომინირებდა, თუმცა 70-ე წუთზე ჟესუსმა მეორე ყვითელი მიიღო და ტიტეს გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა.

მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა პერუმ მომენტები ვერ შქმნა და საბოლოოდ 90-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. პენალტი ზუსტად რიშარლისონმა შეასრულა - 3:1.

ბრაზილიამ კოპა ამერიკა 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები