კიდევ ერთი მეგავარსკვლავი
Aa
Aa

კიდევ ერთი მეგავარსკვლავი "ბარსელონაში"?

გერმანული გამოცემის, Bild-ის ცნობით, კატალონიური "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" ცენტრალური მცველის მატს ჰუმელსია. 

ჩვენი გერმანელი კოლეგების თქმით, "ბარსას" შეფები ბოლო დროს ერთობ გააქტიურდნენ და ფეხბურთელის აეგნტსაც დაეკონტაქტდნენ. "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ, ჰუმელსის ტრანსფერის თაობაზე შეხვედრები უკვე გამართა, რომელთა დეტალებიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. 

27 წლის მცველის "სიგნალ იდუნა პარკიდან" აბარგების ალბათობას, ისიც ზრდის, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ბორუსიელები მას დროულად არ შეელევიან, შესაძლოა, სულაც უფულოდ დარჩნენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები