Aa
Aa

"ჩელსიმ" კურტუას შემცვლელს მიაგნო!

ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსიმ" ტიბო კურტუას შემცვლელს მიაგნო. მოგეხსენებათ, ბელგიელს თვალი გუნდიდან წასვლაზე უჭირავს და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლო "სტემფორდ ბრიჯიდან" აიბარგება კიდეც.

თუ ასე მოხდა და კურტუა მართლაც წავიდა, მის ნაცვლად ანტონიო კონტე "საუთჰემპტონის" კიპერის, ფრაიზერ ფორსტერის გადმობირებას გეგმავს. 

28 წლის ფორსტერი წელს მშვენიერ სეზონს ატარებს და თავისი ამჟამინდელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას ინგლისის ნაკრებში პირველად 2013 წელს უხმეს, მას შემდეგ ფრაიზერმა ბრიტანელთა უპირველესი გუნდის ღირსება 5 შეხვედრაში დაიცვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები