Aa
Aa

"ბარსელონა" ძლიერდება - კატალონიელებმა ნიკოლა მიროტიჩი გაიფორმეს

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და საკმაოდ სერიოზული ტრანსფერიც განახორციელა.

კატალონიელთა ღირსებას ჩერნოგორიელი ნიკოლა მიროტიჩი დაიცავს. ნატურალიზებული ესპანელი NBA-დან 28 წლის ასაკში წავიდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი ნაბიჯი იყო.

მიროტიჩმა 6 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ "რეალი" დატოვა და "ჩიკაგო ბულსს" მიაშურა, სადაც ალბათ კარიერის 4 საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

გასული სეზონი ჩერნოგორიელმა მძიმე ფორვარდმა "ნიუ ორლეან პელიკანსში" გაატარა.

NBA-ში მიროტიჩს ჯამში 359 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2.8 სანტიმეტრის მძიმე ფორვარდმა "ბარსელონასთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები