რა თანხა მიიღო ''რუსთავმა''? - კვარაცხელიამ ხუთწლიანი გააფორმა
Aa
Aa

რა თანხა მიიღო ''რუსთავმა''? - კვარაცხელიამ ხუთწლიანი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გაატარა, მიმდინარე თვეში იური სიომინის გუნდი დატოვა და ყაზანის ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

კვარაცხელია 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა. თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა შემდეგ კარიერა ''რუსთავში'' გააგრძელა.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით კვლავ რჩება ერთი კითხვის ნიშანი: რა თანხა მიიღო ''რუსთავმა'' ფეხბურთელის სანაცვლოდ? რუსული მედიის ცნობით ფეხბურთელსა და ''რუსთავს'' შორის კონტრაქტი პირველ ივლისს გაწყდა, რაც ვითარებას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის. ასეთ შემთხვევაში ქართული კლუბი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელში სატრანსფერო თანხას ვერ მიიღებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან დაფინანსებული კლუბის მმართველთა პროფესიონალიზმს დიდ კითხვის ნიშანს დაუსვამს.

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია: კვარაცხელიას უცნაური ტრანსფერი... კონტრაქტი გაწყდა და ფარული შეთანხმება შედგა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები