ოფიციალურად: ტეო ერნანდესი
Aa
Aa

ოფიციალურად: ტეო ერნანდესი "მილანის" ფეხბურთელია

ტეო ერნანდესი ოფიციალურად "მილანის" ფეხბურთელი გახდა. 21 წლის ფრანგი მარცხენა მცველი "როსონერიმ" გამოისყიდა და მასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ "მილანი" ტეოს იჯარით აიყვანდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

"როსონერის" ტეო ერნანდესის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

ტეო 2 წლის წინ "ალავესის" რიგებში გამოჩნდა და საფეხბურთო სამყაროს თავი კარგად დაამახსოვრა. ფლანგიდან მისი შეტევები გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. "ბარსელონამ" და "რეალმა" "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტეს.

საბოლოოდ ტეომ "რეალი" აირჩია, თუმცა მისი არჩევანი მთლად გამართლებული ვერ გამოდგა. მადრიდში ერნანდესმა  სეზონი ძირითადად სკამზე გაატარა და ფორმაც დაკარგა, შემდეგ კი "სოსიედადში" გაანათხოვრეს.

ვნახოთ მოახერხებს თუ არა ტეო ძველებურად ათამაშებას ამჯერად "მილანის" შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები