Aa
Aa

ბართომეუ: "ვიცით, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურს...პირადად მე დემბელე ნეიმარს მირჩევნია"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ფრენკი დე იონგის პეზენტაციის დღეს ვრცელი პრესკონფერენცია მოაწყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ბართომეუ შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს უკავშირდება. პრეზიდენტის თქმით ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"ჩვენ ვიცით, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურს, მაგრამ ასევე ვიცით რომ პარიზელები მის გაშვებას არ გეგმავენ და აქედან გამომდინარე ამ ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კოუტინიოსა და დემბელეს, ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ჩვენ მათზე ფსონი გავაკეთეთ.

დემბელე ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია, მას სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ის კიდევ უნდა განვითარდეს. პირადად მე დემბელე ნეიმარს მირჩევნია".

როგორც ჩანს, პრესა არსებულ სიტუაციას საგრძნობლად ამუქებს. ნეიმარს პსჟ-ს დატოვება მართლაც სურს, თუმცა პარიზელები მისი გაყიდვის სანაცვლოდ იმდენად არარეალურ პირობებს ასახელებენ, რომ კლუბებისთვის მოლაპარაკების დაწყებას აზრიც არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები