Aa
Aa

"მოდით ამ ლეგენდას წერტილი დავუსვათ..." - ბართომეუ მესის სატრანსფერო მოთხოვნების შესახებ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მათ შორის მესის საკითხსაც შეეხო.

როგორც ჩანს კატალონიელთა პრეზიდენტი იმ ლეგენდის მოსმენით დაიღალა, რომლის მიხედვითაც ლეო მესი ყოველ ზაფხულს თითქოს კლუბის ბორდს კონკრეტული მოთამაშეების დამატებას სთხოვს.

"მოდით ამ ლეგენდას წერტილი დავუსვათ, რომლის თანახმადაც მესი ამა თუ იმ მოთამაშის დამატებას ითხოვს. ფეხბურთელები ფეხბურთელთა ყიდვას არ ითხოვენ, ეს კლუბის საქმეა.

ფეხბურთელებს სურთ ითამაშონ და მათ კარგი გუნდი ჰყავდეთ, კონკურენტუნარიანი კოლექტივი, რომელსაც გამარჯვება შეუძლია. ისინი ტრანსფერებზე მოთხოვნებს არ აყენებენ".

შეგახსენებთ, რომ ევროპულ პრესაში უამრავჯერ დაიწერა, რომ მესის ნეიმარის დაბურნება უნდოდა და ის კლუბს გრიზმანის ნაცვლად ბრაზილიელის გადმობირებას ურჩევდა. როგორც მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი იაფფასიანი ჭორი გამოდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები