BREAKING: კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი ლოს ანჯელეს
Aa
Aa

BREAKING: კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი ლოს ანჯელეს "კლიპერსს" შეუერთდნენ!

კავაის საგა დასრულებულია! ლეონარდი ლოს ანჯელეს "კლიპერსს" შეუერთდება!

NBA-ს გასული სეზონის ფინალების MVP-მ ჰოლივუდში წასვლა არჩია. "კლიპერსში" ასევე ითამაშებს პოლ ჯორჯიც!

ჯორჯის სანაცვლოდ "კლიპერსმა" პირველი რაუნდის პიკები, მეორე რაუნდის პიკები, შეი ალექსანდერი და დანილო გალინარი დათმო.

ასევე, დენი გრინმა კარიერის ლოს ანჯელეს "ლეიკერსში" გაგრძელება არჩია და ლებრონ ჯეიმსს შეუერთდა.

ამრიგად, მოლოდინი დასრულებულია და ლებრონის უამრავი ფანის თეორია არ გამართლდა. ჯეიმსი-დევისი-ლეონარდის ტრიოს ვერ ვიხილავთ.

კავაი კვლავ ლებრონის წინააღმდეგ ითამაშებს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები