ოფიციალურად: გვარდიოლას პირველი ტრანსფერი
Aa
Aa

ოფიციალურად: გვარდიოლას პირველი ტრანსფერი "სიტიში" გაფორმებულია!

გერმანული გამოცემა bild ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თურქი წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერის თაობაზე "დორტმუნდთან" შეთანხმებას მიაღწია და 100%-ით გადაწყვეტილია, რომ გიუნდოგანი კარიერას "ეტიჰედზე" გააგრძელებს. 

სახელდება ტრანსფერის თანხაც, გავრცელებული ცნობით, მანჩესტერელები ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

25 წლის გიუნდოგანი "ბორუსიას" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, მას შემდეგ ილქაიმ გუნდის მაისურით 103 შეხვედრა ჩაატარა. გერმანიის ნაკრებში კი იგი ასევე 2011 წლიდან გამოდის და ჯამში "ბუნდესნაკრებში" 16 კეპი აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები