პოგბა ტრანსფერს ოფიციალურად მოითხოვს?
Aa
Aa

პოგბა ტრანსფერს ოფიციალურად მოითხოვს?

მადრიდის „რეალი“ პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება. „სამეფო კლუბს“ ფრანგი ნახევარმცველის შეძენა დიდი ხანია სურს, თუმცა 170 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

„ლოს ბლანკოსს“ იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვლება და 26 წლის ფეხბურთელს გაცილებით იაფად შეიძენს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები დარწმუნებულები არიან, რომ პოგბა „მანჩესტერს“ ოფიციალურად მიმართავს და კლუბის ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვებას მოსთხოვს.

ესპანური გამოცემის ცნობით შესაძლოა ყველაფერი დღესვე მოხდეს. საქმე ისაა, რომ „წითელი ეშმაკები“ ორშაბათს წინასასეზონო ტურნეში მიემგზავრებიან და ფრანგი ფეხბურთელი გუნდს ამ უქმეებზე უნდა შეუერთდეს. Mundo Deportivo-ს მიხედვით კი 26 წლის მოთამაშე „იუნაიტედს“ ტრანსფერზე დაყენებას სწორედ ამ ტურნეს დაწყებამდე მოსთხოვს.

პოგბამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება სურს. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა ფრანგს ვერ ელევა, თუმცა სავარაუდოდ მისი გასხვისება მაინც მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები