სებალიოსი
Aa
Aa

სებალიოსი "ტოტენჰემში" უკვე რეალურია? - პოჩეტინო ფეხბურთელს პირადად ესაუბრა

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, ლონდონის "ტოტენჰემის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და საქმე სწრაფი ტემპითაც პროგრესირებს.

როგორც გამოცემა AS-ი წერს, 22 წლის ფეხბურთელს მაურისიო პოჩეტინო პირადად ესაუბრა და აუხსნა, რომ მის გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება, სებალიოსი კი "დეზების" რიგებში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს. ესპანური პრესის თქმით, მან შემდეგ კლუბად სწორედ "ტოტე" აირჩია.

სებალიოსმა არაერთხელ განაცხადა, რომ "რეალში" მას არასათანადო რაოდენობის სათამაშო დრო ეძლევა და მას სეზონში 60-70 მატჩის ჩატარება, შესაბამისად, გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ყოფნა სურს.

როგორც ვიცით, თავად "ლოს ბლანკოსი" ლონდონელთა დანიელი ლიდერის, კრისტიან ერიქსენის, ტრანსფერით ინტერესდება, ამიტომ, არაა გამორიცხული, მხარეებმა გარკვეული სახის კომპრომისი გამონახონ.

დანი სებალიოსს იტალიური "მილანიც" ეპატიჟებოდა და ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, აპენინელებს ესპანელი შუახაზელის შეძენის შანსი აღარ ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები